“პოლონეთიდან შემოტანილი, ქათმის გაყინული ხორცი სანიტარიულ ნორმებს არ შეესაბამებოდა და განადგურდა” – შემოსავლების სამსახური
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, პოლონეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი ქათმის გაყინული ხორცის (52 000 კილოგრამი) ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, საქონლის სანიტარიული ნორმების შეუსაბამობა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების, „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის” მე-16 მუხლის შესაბამისად, აღნიშნული საქონელი განადგურდა, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.