რა გახდა მშობიარე ქალის გარდაცვალების მიზეზი და როგორია ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა – “სენამედის” წარმომადგენლის განმარტება

რა გახდა მშობიარე ქალის გარდაცვალების მიზეზი და როგორია ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ამასთან დაკავშირებით სენაკის კლინიკა”სენამედის” წარმომადგენელმა განმარტება გააკეთა.

მისი თქმით, ქალს ჰემატომა აღმოაჩნდა, ჰერმოდინამიკა გაუუარესდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

რაც შეეხება ახალშობილს, კლინიკის წარმომადგენლის თქმითვე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“სასწრაფო ჩვენებით ჩაუტარდა საკეისრო კვეთა, ამოყვანილია ახალშობილი, რომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ოპერაციის შემდეგ პაციენტის ჰერმოდინამიკა გაუარესდა. განმეორებით ოპერაციაზე, რევიზიის დროს მუცლის ღრუში აღმოჩენილ იქნა მასიური ზომის ჰემატომა, რომლის ოკუპირებაც მოხერხდა. მიუხედავად ამისა, პაციენტის მდგომარეობა არ დასტაბილურდა, ჰემოდინამიკა არ გაუმჯობესდა და დაფიქსირებულ იქნა ბიოლოგიური სიკვდილი”, – აღნიშნა კლინიკის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, სენაკში, კლინიკა “სენამედში” მშობიარე გუშინ გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები