დავით სონღულაშვილი ლიეტუვის აღმასრულებელი ბიზნესკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე – დავით სონღულაშვილი ლიეტუვის აღმასრულებელი ბიზნესკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოს ბიზნეს- და საინვესტიციო გარემო მიმოიხილეს, ასევე, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, თანამშრომლობის შემდგომი ინტენსიფიკაციის მზაობა დააფიქსირეს.

აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სამომავლოდ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი, რაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდას, საქართველოს მიმართ ლიეტუვის ბიზნესწრეებისა და კომპანიების ინტერესის ზრდას, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას და სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას გულისხმობს.

ლიეტუვის აღმასრულებელი ბიზნესკავშირი ქვეყანაში უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანებაა, რომელშიც ლიეტუვის წამყვანი კომპანიები არიან წარმოდგენილები. აღნიშნული გაერთიანება, რეგულარულად აწყობს ფორუმებსა და კონფერენციებს, რომელიც სხვადასხვა კომპანიას, ბიზნესის წარმომადგენლებს, ექსპერტებს, დიპლომატებსა და პოლიტიკოსებს აერთიანებს.

ბიზნესკავშირის წარმომადგენლების განცხადებით, საქართველო მათთვის მიმზიდველ ქვეყანას წარმოადგენს და ისინი აქტიურად განიხილავენ შესაძლებლობებს, რათა მეტი ინვესტიცია განხორციელდეს სხვადასხვა სექტორში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ანდრიუს კალინდრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები