სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით მოლდოვას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით მოლდოვას რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“საქართველოს პრეზიდენტი ხვალ ქალაქ კიშინეუს ეწვევა და მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს მაია სანდუს შეხვდება.  სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვას პრეზიდენტთან მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებითაც შედგება, რის შემდეგაც პრეზიდენტები მედიისათვის პრესკონფერენციას გამართავენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ნატალია გავრილიცასთან და მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, იგორ გროსუსთან”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები