“დაეკონტაქტა მშობლებს” – ლაზარე ლობჟანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

13 წლის ლაზარე, რომელიც “ნიუ ჰოსპიტალში” მკურნალობს, ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნილია და კონტაქტურია. ამის შესახებ განცხადება, რამდენიმე წუთის წინ, კლინიკის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა.

დავით ციბაძის თქმით, კრიტიკულმა 24-მა საათმა უკვე გაიარა. ექიმი იმედოვნებს, რომ ლაზარე მალე სახლში გაეწერება.

“ამ წუთისთვის ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რაც გამოხატულია იმით, რომ მოიხსნა ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან, არის სპონტანურ სუნთქვაზე, შემოდის კონტაქტში, დაეკონტაქტა თავის მშობლებს უკვე. რასაკვირველია, გარკვეული რისკები რჩება, თუმცა პირველი 24 საათის ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მომხდარიყო, ანოქსიული დაზიანება მეტ-ნაკლებად დაძლეულია და ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე სახლში წავა ლაზარე”, – თქვა დავით ციბაძემ.

“ნიუ ჰოსპიტალში” იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი, რომელმაც რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი მოზარდი მოინახულა. ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, ვაკის პარკში დაშავებული კიდევ ერთი მოზარდი, ანდრია, რომელიც იაშვილის ბავშვთა კლინიკაშია, სავარაუდოდ, დღესვე გაეწერა სახლში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები