კახა კალაძე – ვაკის პარკის ტრაგედიაზე: თავზარდაცემულები ვართ, ყველა დაისჯება კანონის ფარგლებში

უმძიმესი ფაქტია, თავზარდაცემულები ვართ ყველა. დაწყებულია გამოძიება, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და ცხადია, ყველა დაისჯება კანონის ფარგლებში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ხეჩინაშვილის კლინიკაში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარკის შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ცენტრალური კონტრაქტორი იყო კომპანია “გრინ სერვისი” და პროექტი შემოწმებული იყო.

“უმძიმესი თემაა, თავზარდაცემულები ვართ ყველა, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ყველასი და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი”, – ამბობს თბილისის მერი.

შეგახსენებთ, შადრევანი, სადაც დღეს 13 წლის მოზარდებს დენმა დაარტყა და ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა, გუშინ საზეიმოდ გაიხსნა. ბავშვები სკოლიდან გამოიპარნენ და ვაკის პარკში ბურთს თამაშობდნენ, რა დროსაც ტრაგედია მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები