გიორგი ხელაშვილი: პოდოლიაკის განცხადება არც უკრაინელი ხალხის და არც მთავრობის პოზიციას არ ასახავს

„ვფიქრობ, ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებები შიდაპოლიტიკური ან მათი კერძო, პირადი კავშირებითაა მოტივირებული. რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფოებრივი პოზიცია არაა, ის არც უკრაინელი ხალხის და არც მთავრობის პოზიციას არ ასახავს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, თეთრი ძაფითაა ნაკერი ის პარტიული კავშირები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ცალკეულ უკრაინელ პოლიტიკოსებს შორისაა.

“შესაბამისად, არ შეიძლება, ამას სერიოზულად აღვიქვამდეთ. არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ ჩვენ – საქართველო, ქართველი ხალხი, მით უმეტეს მთავრობა დაგვადანაშაულონ რაიმე ფორმით, ან სანქციების დარღვევაში, ან უკრაინისთვის ხელის შეშლაში. აქ თეთრი ძაფითაა ნაკერი ის პარტიული კავშირები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ცალკეულ უკრაინელ პოლიტიკოსებს შორისაა“, – აცხადებს გიორგი ხელაშვილი.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ფორმულასთან” საუბრისას აცხადებს, რომ არსებობს გარკვეული მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან თანამშრომლობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები