შალვა პაპუაშვილი კოტ დ’ივუარის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, კოტ დ’ივუარის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ადამა ბიკტოგოს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა კოდ დ’ივუარის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ბოლო წლების განმავლობაში კოტ დ’იუვარის ტრანსფორმაციას დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუთხით და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს წარმატება უსურვა შემდგომი რეფორმების განხორციელებაში.
მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე და გამოხატეს ამ კუთხით თანამშრომლობის მზაობა. შეხვედრა გაიმართა რუანდაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის ფარგლებში. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – ნიკოლოზ სამხარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – ხატია წილოსანი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის” წევრი – ალექსანდრე რაქვიაშვილი შედიან.