მაია ბითაძე საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ, საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, ედიტე მედნესთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
„ელჩს გავაცანით ჩვენი კომიტეტის სამოქმედო გეგმა და ძირითადი პრიორიტეტები, ასევე, განვიხილეთ ის პროგრესი, რასაც ჩვენ, ეფექტური გარემოსდაცვითი მმართველობის და შემუშავებული კანონმდებლობის თვალსაზრისით მივაღწიეთ. ასევე, განვიხილეთ პოტენციური თანამშრომლობის მიმართულებები, განსაკუთრებით ტყის რესურსების მდგრადი მართვის და სეპარაციის საკითხებთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს როგორ გამოცდილების გაზიარებას, ასევე ორივე მხარის ჩართულობას საკანონმდებლო ცვლილებების მეტად ეფექტური აღსრულების მიზნით”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მაია ბითაძემ.
ედიტე მედნე საქართველოს გარემოსდაცვითი მიმართულებით განხორციელებულ პროგრესს მიესალმა და ამ პროცესებში ლატვიის მხრიდან მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოხატა.