შალვა პაპუაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს ირენ ქელინს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში.
შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა შვეიცარიის მიმართ საქართველოს დემოკრატიულ და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. აგრეთვე, მან აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს შვეიცარიის მიერ შუამავლის მანდატის შესრულებას საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში. მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობის განმტკიცებაზე. ყურადღება გამახვილდა მეგობრობის ჯგუფებს შორის კავშირების ინტენსიფიკაციაზე. შალვა პაპუაშვილმა მიმოიხილა საქართველოს პროგრესი ევროკავშირის 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციის მიმართულებით.

შეხვედრაზე, აგრეთვე, საუბარი შეეხო ფართო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს. ირენ ქელინმა დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა, რომ შვეიცარია მომავალშიც გააგრძელებს წვლილის შეტანას საქართველოს განვითარებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები