შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დიეგო კოლასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატება უსურვა მის მომავალ საქმიანობაში. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებასა და მიმდინარე რეფორმებზე. დიეგო კოლასმა წარმატება უსურვა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.