პრეზიდენტმა ე.წ. კანონიერ ქურდს, ლაშა ბარათელს (ჭიას) მოქალაქეობა ჩამოართვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. კანონიერ ქურდს, ლაშა ბარათელს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა.

არსებული ინფორმაციით, ლაშა ბარათელი პრეზიდენტის ბრძანებულების გასაჩივრებას არ აპირებს და გეგმავს, რომ მოქალაქეობის მოთხოვნით ევროპის ერთ-ერთ ქვეყანას მიმართოს.

ე.წ. კანონიერი ქურდი, 33 წლის ლაშა ბარათელი, მეტსახელად “ჭია” ამჟამად ესპანეთში ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები