ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის მომავალი პრემიერ-მინისტრი უკრაინაში მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტიის „იტალიის ძმები“ ლიდერთან, ჯორჯია მელონთან, რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და სავარაუდოდ, იტალიის მომავალ მთავრობას უხელმძღვანელებს, პირველი სატელეფონო საუბარი გამართა.

უკრაინული მედიის ცნობით, როგორც ზელენსკიმ სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მხარეებმა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

„ჩვენ განვიხილეთ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღების აუცილებლობა, კერძოდ, ევროკავშირის მე-8 სასანქციო პაკეტის გაძლიერება და ევროკავშირის ქვეყნების მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზები აკრძალვა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

გამოცემა Dire „იტალიის ძმების“ განცხადებაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ზელენსკიმ მელონის გაწეული სამხედრო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში იგი კიევში ვიზიტით ჩასვლას მოახერხებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები