„გაზპრომი“ მოლდოვას გაზის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება

რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ მოლდოვას შეახსენა, რომ სს „მოლდოვაგაზის“ მიერ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, უფლება აქვს გაზის მიწოდება შეწყვიტოს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, 2022 წლის განმავლობაში, „მოლდოვაგაზი“ რეგულარულად ითხოვდა მიწოდებული გაზის საფასურის დაფარვის გადავადებას და სახელშეკრულებო ვალდებულებების შერბილებას.

„გაზპრომში“ აღნიშნავენ, რომ გაზის საფასურის გადახდის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კომპანია უფლებას იტოვებს, სრულად შეწყვიტოს მიწოდება 2022 წლის 20 ოქტომბრამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები