ბულგარეთში, სამხედრო ქარხანაში აფეთქება მოხდა – არიან დაღუპულები
ბულგარეთში, სამხედრო ქარხანა “არსენალში” აფეთქება მოხდა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე დაშავდა, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
ამის შესახებ NOVA.bg წერს.
„არსენალი“ ბულგარეთში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა, რომელიც აწარმოებს სხვადასხვა სახის იარაღსა და საბრძოლო მასალას: მცირე იარაღს და ვაზნებს, არტილერიას და ჭურვებს, პიროტექნიკას და სხვა.
მომხდარის მიზეზი უცნობია, დაწყებულია გამოძიება.