ე.წ. ციხის კადრების საქმე – სააპელაციო სასამართლომ ზურაბ ადეიშვილისა და დავით ჭაკუას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ციხის კადრების საქმეზე მსჯავრდებულების, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით ჭაკუას საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.
ბრალდების მხარე მეორე ინსტანციაში სასჯელის დამძიმებას, დაცვის მხარე კი მსჯავრდადებულების მიმართ გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა.

ორივე მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვის ვადით განესაზღვრათ. ასევე, მათ დაეკისრათ ჯარიმა 5000-5000 ლარის ოდენობით. ამასთან, მსჯავრდებულებს 2 წლით და 3 თვით ჩამოერთვათ სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლებაც.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ადეიშვილსა და დავით ჭკადუას ბრალი პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ორგანიზების, მოწმეზე ზემოქმედების და დანაშაულის პროვოკაციის ორგანიზების ფაქტზე ჰქონდათ წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები