“როდესაც ვიღაც ცდილობს თქვენი Tesla-ს ბორბლების მოპარვას, ეს არ აქცევს მას მანქანის ან ბორბლების კანონიერ მფლობელად” – ლიეტუვის პრეზიდენტი ილონ მასკს

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ამერიკელი ბიზნესმენის, ილონ მასკის გამოკითხვას გამოეხმაურა, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკუთარი ვერსია წარადგინა.

მასკის აზრით, ყირიმი რუსეთის ნაწილი იყო; ასევე, მისი აზრით, საჭიროა – ანექსირებულ რეგიონებში “არჩევნები” გაეროს ზედამხედველობით ჩატარდეს; გარდა ამისა, მასკის აზრით, რუსეთთან ომის დასასრულებლად უკრაინამ ნეიტრალიტეტი უნდა გამოაცხადოს.

როგორც ნაუსედამ Twitter-ში დაწერა, “ძვირფასო ილონ მასკ, როდესაც ვიღაც ცდილობს თქვენი Tesla-ს ბორბლების მოპარვას, ეს არ აქცევს მას მანქანის ან ბორბლების კანონიერ მფლობელად. თუმცა, ისინი ამტკიცებენ, რომ ერთად მისცეს ამას ხმა. უბრალოდ ვამბობ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები