ევროკავშირმა უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტს მოაწერა ხელი

ევროკავშირმა უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს ოდენობით ფინანსური დახმარების ახალ პაკეტს მოაწერა ხელი.

ამის შესახებ ევროკავშირის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და კომისარმა ვაჭრობის საკითხებში, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა.

ფინანსური დახმარების ახალ პაკეტს სოციალურ ქსელში უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი გამოეხმაურა და აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროკომისარ დომბროვსკის მადლობა გადაუხადა.

„ევროკავშირმა ახლახან მოაწერა ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს 5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ. მადლიერი ვარ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროკომისარ ვალდის დომბროვსკის ასეთი გადაწყვეტილებისთვის“ , – წერს შმიგალი „ტვიტერზე“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები