„საფრანგეთს სურს, რუსეთისთვის ომის საფასური გაუსაძლისი გახადოს“ – ელისაბედ ბორნი

France's Prime Minister Elisabeth Borne delivers a speech as she visits the LGBT+ GAGL45 (Groupe d'action gay, lesbien du Loiret)'s centre in Orleans, central France, on August 4, 2022. (Photo by GUILLAUME SOUVANT / AFP)

საფრანგეთს სურს, რუსეთისთვის ომის საფასური გაუსაძლისი გახადოს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ელისაბედ ბორნმა ქვედა პალატისთვის მიმართვისას განაცხადა.

„ჩვენი მიზანი თავიდანვე ერთი და იგივე იყო: რუსეთისთვის ომის საფასური გაუსაძლისი გავხადოთ, მის ეკონომიკას მძიმე დარტყმა მივაყენოთ, ომის დაფინანსებაში ხელი შევუშალოთ. ეს ომი რუსეთმა დაიწყო. სწორედ ის გვაიძულებს ვიმოქმედოთ“, – აღნიშნა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, სანქციები გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინი კონფლიქტისა და დაპირისპირების სპირალში იქნება.

„სანქციებზე უარის თქმა უკრაინის მიტოვება იქნება. ეს იქნება ჩვენი ღირებულებების დათმობა“, – განაცხადა ელისაბედ ბორნმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები