ილონ მასკი რუსეთ-უკრაინის საკითხთან დაკავშირებით „ტვიტერში“ გამოკითხვას ატარებს

SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ რუსეთ-უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გამოკითხვას ატარებს.

მასკმა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის საკუთრების საკითხის გადაწყვეტის შესახებ საკუთარი პოზიცია გამოთქვა და შემდეგი პუნქტები ჩამოთვალა:

„უკრაინა-რუსეთის მშვიდობა:

– ხელახლა ჩატარდეს ანექსირებულ რეგიონებში არჩევნები გაეროს ზედამხედველობით. რუსეთი წავა, თუ ეს ხალხის ნებაა.

– ყირიმი ფორმალურად რუსეთის ნაწილია, როგორც ეს იყო 1783 წლიდან (ხრუშჩოვის შეცდომამდე).

– ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილი იქნება.

– უკრაინა ნეიტრალური რჩება“, – წერს ილონ მასკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები