ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორი, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს, გათავისუფლებულია

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორი, იგორ მურაშოვი, რომელიც 30 სექტემბერს რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს, გათავისუფლებულია.

ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„მივესალმები უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის იგორ მურაშოვის გათავისუფლებას. მე მივიღე დადასტურება, რომ ბატონი მურაშოვი უსაფრთხოდ დაბრუნდა საკუთარ ოჯახში“ , – წერს გროსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები