Spiegel: ევროკავშირი 15 000-მდე უკრაინელ ჯარისკაცს გაწვრთნის

ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 15 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცისთვის წვრთნებს ჩაატარებენ, – ამის შესახებ Reuters-ი გერმანულ გამოცემა Spiegel-ზე დაყრდნობით იუწყება.

გეგმის მიხედვით, რომლის საბოლოო დეტალებზე მოლაპარაკებები მომავალ კვირას ბრიუსელში გაიმართება, პოლონეთი ევროკავშირისგან წვრთნების შტაბ-ბინის შესაქმნელად სახსრებს მიიღებს, ხოლო წვრთნების ზოგიერთი ნაწილი ევროკავშირის სხვა ქვეყნებში განხორციელდება.

გამოცემა ევროკავშირის წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გერმანია გეგმავს, უკრაინას სამხედროების გაწვრთნა სიმულაციურ ცენტრში შესთავაზოს, ასევე უკრაინელი ინჟინრები, მედიკოსები და სხვა სპეციალისტები სხვა ქვეყნებში გადაემზადებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები