პოდოლიაკი: როგორც კი ომი დასრულდება და უკრაინა გაიმარჯვებს, ნატოს ყველა ქვეყანას მოუნდება, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდეს
უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ახლა რთული იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის მიერ დაწყებულ ომში უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ნატოს წევრებს თავად მოუნდებათ უკრაინის ალიანსში მიღება.
„რუსები ძალიან ბევრს ყვიროდნენ, რომ ნატოს ებრძვიან და ა.შ. სინამდვილეში, ეს მითი მშიშარა ერს მოუყვნენ – როგორც ქუჩის ჩხუბის დროს, მათ ხომ უყვართ ასეთი ანალოგიები. როდესაც ქუჩის ჩხუბში ამბობ, რომ ყველაზე მაგარი ხარ და საბოლოო ჯამში, ვიღაც, უბრალოდ, შენ ადგილს მიგიჩენს, მერე იგონებ მიზეზს, რის გამო დამარცხდი“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, როგორც კი ომი დასრულდება და უკრაინა გაიმარჯვებს, მაშინ ნატოს ყველა ქვეყანას მოუნდება, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდეს, რადგან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსეთის მსგავს ქვეყანასთან დაპირისპირებაში ომის წარმოების უპრეცედენტო გამოცდილება აქვს.