საფრანგეთი უკრაინას 20 ბრონირებულ მანქანას – Bastion-ს გადასცემს

საფრანგეთი უკრაინას 20 ბრონირებულ მანქანას – Bastion-ს გადასცემს, ქვეყნებს შორის მოლაპარაკება დასასრულს უახლოვდება.

ამის შესახებ La Tribune და BFMTV წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან.

აღნიშნულია, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა დასრულებული არ არის, თუმცა, კიევისთვის მანქანების მიწოდება უმოკლეს დროში მოხდება.

Bastion არის 12,5 ტონიანი 10 ადგილიანი ბრონირებული მანქანა, რომელიც ექსკლუზიურად ექსპორტისთვის მზადდება და, ძირითადად, მას აფრიკის ქვეყნებს გადასცემენ.

ბასტიონის რამდენიმე ვერსია არსებობს; უკრაინისთვის საბრძოლო მოდელის გადაცემა იგეგმება, რომელზეც 12,7 მმ-იანი ტყვიამფრქვევის დამაგრება იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები