ლიმანის დაკარგვაზე კადიროვის კრიტიკას კრემლში უპასუხეს

რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელებს უფლება აქვთ, გამოხატონ თავიანთი აზრი უკრაინაში „სპეციალური ოპერაციის“ შესახებ, ოღონდ ემოციების გარეშე, – განაცხადა კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

უკრაინის ქალაქ ლიმანზე კონტროლის დაკარგვაში კადიროვმა გენერალ-პოლკოვნიკი, ალექსანდრე ლაპინი დაადანაშაულა.

პესკოვის თქმით, “კადიროვი და მთელ ჩეჩნეთს დიდი წვლილი შეაქვს სპეციალურ ოპერაციაში“.

„რეგიონების ხელმძღვანელებს აქვთ უფლება – გამოთქვან თავიანთი აზრი, გააკეთონ შეფასებები. ისინი ხომ მთელი რეგიონების ხელმძღვანელები არიან, მათ შორის, რამზან კადიროვი“, – განმარტა პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები