ბრიტანული დაზვერვა: ლიმანის დაკარგვა – რუსეთისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მარცხი

რუსულმა ძალებმა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ლიმანზე, დონეცკის რეგიონში კონტროლი საბოლოოდ დაკარგეს და სავარაუდოდ, შეიარაღებულ ძალებში  დიდი დანაკლისი განიცადეს – მორიგი წარუმატებლობა რუსეთის მხრიდან რუს სამხედროებზე ზეწოლას მნიშვნელოვნად გაზრდის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი შეფასებით, ლიმანს რუსეთის დასავლეთ და ცენტრალური სამხედრო ნაწილების არადაკომპლექტებული ქვედანაყოფები და ასევე ნებაყოფლობით მობილიზებულ რეზერვისტთა კონტიგენტი იცავდნენ.

„რუსეთის ძალებმა სავარაუდოდ დიდი დანაკლისი განიცადა, ვინაიდან ისინი ქალაქის ერთადერთი გზით გადიოდნენ, რომელიც ჯერაც რუსეთის ხელში იმყოფება“, – ნათქვამია დაზვერვის მიმოხილვაში.

დაზვერვის განმარტებით, რუსეთის ჯარის გამოყვანამ ლიმანიდან ცალკეული ჩინოსნების მხრიდან რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის მიმართ ახალი კრიტიკის ტალღა გამოიწვია. ხოლო ტერიტორიების სამომავლო დაკარგვა ამ კრიტიკას კიდევ უფრო გაამძაფრებს და გაზრდის ზეწოლას უმაღლეს ხელმძღვანელობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები