ბორის ჯონსონი – ვლადიმერ პუტინს: შენი გამოსვლა თაღლითობა და სირცხვილია

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

როგორც ჯონსონი აღნიშნავს, მსოფლიომ არასოდეს უნდა მიიღოს მოჩვენებითი რეფერენდუმი ან უკრაინის კოლონიზაციის სასტიკი და უკანონო მცდელობა.

„ვლადიმერ პუტინო, შენი გამოსვლა თაღლითობა და სირცხვილია. მსოფლიომ არასოდეს უნდა მიიღოს თქვენი მოჩვენებითი რეფერენდუმი ან უკრაინის კოლონიზაციის თქვენი სასტიკი და უკანონო მცდელობა. ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით და დაუღალავად დავუჭერთ მხარს, სანამ მათი ქვეყანა არ იქნება გაერთიანებული და თავისუფალი“, – წერს ჯონსონი.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის 4 რეგიონი დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები, ასევე, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსია მოახდინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები