მაკრონი: მკაცრად ვგმობ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის უკანონო ანექსიას – საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას

მკაცრად ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის უკანონო ანექსიას, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც საფრანგეთის ლიდერი აღნიშნავს, რუსეთის ამგვარი ქმედება როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე უკრაინის სუვერენიტეტის სერიოზული დარღვევაა.

„მე მკაცრად ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის უკანონო ანექსიას. ეს არის როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე უკრაინის სუვერენიტეტის სერიოზული დარღვევა.

საფრანგეთი გამოხატავს თავის მტკიცე წინააღმდეგობას და გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას, რათა გაუმკლავდეს რუსეთის აგრესიას და მისცეს საშუალება უკრაინას აღადგინოს სრული სუვერენიტეტი მის მთელ ტერიტორიაზე“, – წერს მაკრონი Facebook-ზე.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის 4 რეგიონი დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები, ასევე, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსია მოახდინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები