უკრაინის ტერიტორიების მიერთების შესახებ დოკუმენტს პუტინი ხელს 30 სექტემბერს კრემლში მოაწერს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინის ტერიტორიების – ლუგანსკის და დონეცკის ე.წ.სახალხო რესპუბლიკების, ასევე, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების რუსეთის შემადგენლობაში მიერთების შესახებ დოკუმენტს ხვალ, 30 სექტემბერს მოაწერს.

ამის შესახებ მისმა პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

ხელმოწერის ცერემონია ადგილობრივი დროით 15:00 საათზე კრემლში გაიმართება.

“ცერემონიაზე პუტინი ვრცელ განცხადებას გააკეთებს”, – დასძინა პესკოვმა.

რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა.

ე.წ. კენჭისყრის შედეგად, უკვე 28 სექტემბერს რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის ე.წ. ხელმძღვანელებმა პუტინს შესაბამისი თხოვნით მიმართეს.

პუტინის აღნიშნული ქმედება მოსალოდნელი იყო და კიევში უკვე გაკეთდა განცხადებები, რომ ეს ე.წ.რეფერენდუმები და შემდგომი მიერთებები უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლას არ შეწყვეტს.

​დასავლეთში აცხადებენ, რომ ფსევდორენდუმების შედეგებს არასდროს აღიარებენ და პირიქით, ე.წ. რეფერენდუმის და ასევე რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის გამო, მზადდება ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები