დავით ნარმანია აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

  საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. ბანკის დაფინანსებით, საქართველოს მასშტაბით, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ფინანსდება. თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის წინამოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია, ანაკლიაში კი ნაპირდაცვის პროექტი ხორციელდება.
„ეს არის პროექტები, რომლებიც მიმდინარეობს. ამ საკითხებზე წინამოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია. ანაკლიაში კი მშნებლობის პროცესი დაწყებულია. გარდა ამისა, არის შესაძლებლობა ინსტიტუციური განვითარება იქნას დაფინანსებული. ამ ფარგლებში ჩვენ შეთანხმება მიღწეული გვაქვს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და გაფორმდება ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ტექნიკურ უნივერსიტეტში გაკეთდება თანამედროვე ინფრასტრუქტურული ლაბორატორია,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები