“საფრთხის შემცველ, რუსეთის მოქალაქეებს მოლდოვაში არ შევუშვებთ” – მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ მესაზღვრეები არ შეუშვებენ ქვეყანაში რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც შესაძლოა, ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ.

ამის შესახებ Newsmaker-ი წერს.

მაია სანდუმ აღნიშნა, რომ ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, გადაწყვეტენ თუ არა მობილიზაციას გამოქცეული რუსები მოლდოვაში ჩასვლას, რადგან მოლდოვისკენ გზა უფრო რთულია, ვიდრე – რუსეთის მეზობელი ქვეყნებისკენ. მისი თქმით, ვითარება კვირის ბოლომდე უნდა გაირკვეს.

პრეზიდენტის თქმით, მესაზღვრეები შეამოწმებენ ადამიანებს და „ქვეყანაში არ შეუშვებენ მათ, ვისაც მიიჩვევენ, რომ ქვეყნისთვის შესაძლოა, საფრთხეს წარმოადგენდნენ”.

მაია სანდუმ აღნიშნა, რომ დნესტრისპირეთში დისლოცირებული რუსული ჯარების რიგებში შესაძლოა, დაიწყოს მობილიზება, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი პროცესის დაწყების შესახებ არაფერია ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები