რუსეთის საზღვრებზე იმ მოქალაქეების სიებს ადგენენ, ვინც ქვეყანას ტოვებს

რუსეთის ხელისუფლება საზღვრებზე იმ მოქალაქეთა სიებს ადგენს, ვინც მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ქვეყანას ტოვებს.

ამის შესახებ რუსეთის სათათბიროს სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა სხდომაზე განაცხადა.

“ვადგენთ ყველა იმ ადამიანების სიებს, ვინც საზღვრებზე მიდის. გგონიათ, მიდიან და არავინ ხედავს – ვინ წავიდა და რატომ წავიდა?”, – თქვა მან.

ამასთან, ვოლოდინს არ დაუკონკრეტებია, თუ რა მიზნით მიმდინარეობს სიების შედგენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები