ელისო ბოლქვაძე უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანა მარია სიკოს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანა მარია სიკოს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და უნგრეთის პარლამენტებს შორის კულტურის მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს, ასევე, კულტურის პოლიტიკისა და დიპლომატიის შესახებ იმსჯელეს.

ელისო ბოლქვაძემ ხაზი გაუსვა უნგრეთის პარლამენტის კულტურის კომიტეტის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას საქართველოსთვის.

„აღსანიშნავია, რომ შეხვედრისას უნგრეთის ელჩმა მომავალ წელს ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში ჩართვის სურვილი გამოთქვა. შეხვედრის დასასრულ, შევთანხმდით თანამშრომლობასა და ერთობლივი კულტურული პროექტების განხორციელებაზე“, – აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები