“რუსეთის სამხედრო საფრთხესთან ცხოვრება ათწლეულების განმავლობაში მოგვიწევს” – ესტონეთის პრეზიდენტი

ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კარისი მიიჩნევს, რომ ესტონეთისთვის რუსეთის მხრიდან სამხედრო საფრთხე ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდება.

ამის შესახებ ERR წერს.

„რუსული სამხედრო საფრთხე არის ის, რასთანაც ცხოვრება წლების, ათწლეულების განმავლობაში მოგვიწევს“, – თქვა მან.

როგორც კარისმა აღნიშნა,  რაც შეიძლება მეტმა ესტონელმა უნდა იცოდეს, რომ ეფექტური და საიმედო ეროვნული თავდაცვის გარეშე ქვეყანას, ერს, მის კულტურას და მის არსებობას მომავალი არ აქვს.

პოლიტიკოსის თქმით, ესტონეთმა თავის დაცვა საუკეთესოებისგან უნდა ისწავლოს, უკრაინის გამოცდილება აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ომში სახელმწიფოს ფუნქციონირების შენარჩუნება და საზოგადოების გაერთიანება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები