ჯიქიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

“შენი სახლი ჯიქიაზე” საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცნობისთვის, ჯიქიაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მეორე სართულზე ცეცხლი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. მაშველების მისვლამდე ადგილობრივები ხანძრის ჩაქრობას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები