იაგო ხვიჩია: სახალხო დამცველობა იმისთვის მინდა, რომ დავეხმარო ადამიანებს, რომლებიც ციხეში სხედან ან ციხეში ჩასმას უპირებენ

სახალხო დამცველობა იმისთვის მინდა, რომ დავეხმარო ადამიანებს, რომლებიც ციხეში სხედან ან ციხეში ჩასმას უპირებენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომელიც სახალხო დამცველის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის პარლამენტისთვის წარდგენას გეგმავს.

„სახალხო დამცველობა იმისთვის მინდა, რომ დავეხმარო ადამიანებს, რომლებიც ციხეში სხედან ან ციხეში ჩასმას უპირებენ. სწორედ ეს არის მთავარი მოტივი ისევე, როგორც თავის დროზე, ეს იყო პოლიტიკაში მოსვლის მოტივი. გარდა ამისა, სხვა არგუმენტებიც არსებობს, რამაც ეს ნაბიჯი გადამადგმევინა. მინდა, საშუალება მქონდეს, ვიმსჯელო, რას ნიშნავს ადამიანის უფლებები და როგორ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლების ადამიანურ გაგებას ის, რაც დღესაა დამკვიდრებული, ადამიანების რაღაც ნიშნებით დაყოფა და შემდეგ მათი სათითაო უფლების, ვითომ დაცვით, ერთმანეთთან დაპირისპირება“, – განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა 9-კაციანი კომისიის შემადგენლობა, რომელიც სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევაზე იმუშავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები