რატი იონათამიშვილი: სიბინძურე, რომლის დანერგვასაც „ნაცმოძრაობა“ საზოგადოებაში ცდილობდა, საბოლოოდ, საკუთარ პარტიაში დანერგა

“სიბინძურე, რომლის დანერგვასაც საზოგადოებაში ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობა“, საბოლოოდ, საკუთარ პარტიაში დანერგა, ეს არის სიძულვილი, ბოღმა, შუღლი, დაპირისპირება ერთმანეთში და მეორეს მხრივ, მიდის ნადირობა კეზერაშვილის კრიმინალურ ფულზე მათი მხრიდან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ადამიანები მხოლოდ მატერიალურ კეთილდღეობაზე ფიქრობენ.

„ფაქტია, რომ ამ ადამიანებს მატერიალური კეთილდღეობის იქით არანაირი ინტერესი არ აქვთ და ორმაგი სტანდარტები, როდესაც ამბობენ, რომ თურმე კეზერაშვილი ოლიგარქი არ არის მათთვის, როდესაც, პირიქით, როდესაც კეზერაშვილი ოლიგარქის ყველაზე მარტივ კრიტერიუმებშიც კი აბსოლუტური სტატუსით არის“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები