თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში ხანძარია

თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი საცხოვრებელი კომპლექსის – “შენი სახლი ჯიქიაზე” ერთ-ერთი კორპუსის მეორე სართულზე გაჩნდა. მეზობლების ინფორმაციით, ბინაში ასაკოვანი ქალია.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. მაშველების მისვლამდე ცეცხლის ჩაქრობას ადგილობრივები საკუთარი ძალებით ცდილობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები