ჯასტინ ტრუდო აცხადებს, რომ კანადა ირანელი ქალის სიკვდილში პასუხისმგებელ პირებს სანქციებს დაუწესებს
კანადა 22 წლის ქურთი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელ პირებს, მათ შორის ირანის ე.წ. მორალურ პოლიციას და მის ხელმძღვანელობას სანქციებს დაუწესებს.
ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ირანი უგულებელყოფს ადამიანის უფლებებს, ახლა ჩვენ ვხედავთ ამას მაჰსა ამინის გარდაცვალებით და პროტესტების ჩახშობით. დღეს მე ვაცხადებ, რომ ჩვენ დავუწესებთ სანქციებს ათობით ფიზიკურ პირსა და კომპანიას, მათ შორის ირანის ე.წ. მორალის პოლიციას“, – განაცხადა ტრიუდომ.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის მაჰსა ამინი თეირანში ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დააკავეს. ის 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, ქალი ნაცემი იყო.