იჟევსკის სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

იჟევსკის 88-ე საჯარო სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა, მათგან 11 მოსწავლეა.

ამის შესახებ რუსულ მედიას საგამოძიებო კომიტეტში განუცხადეს.

ასევე, მომხდარის შედეგად, 24 ადამიანი დაშავდა, მათგან 22 სკოლის მოსწავლეა.

იჟევსკის სკოლაში ცეცხლი უცნობმა პირმა დილით გახსნა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

სახელმწიფო სათათბიროს საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ხინშტეინის თქმით, ის ორი ტრავმული პისტოლეტით იყო შეიარაღებული.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, თავდამსხმელი 1988 წელს დაბადებული, ამავე სკოლის კურსდამთვრებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები