იჟევსკის სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, მათგან 7 მოსწავლეა

იჟევსკის 88-ე საჯარო სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დაღუპულთაგან 7 ბავშვია.

ასევე, თავდასხმის შედეგად, 21 ადამიანია დაჭრილი, მათგან 14 სკოლის მოსწავლეა.

იჟევსკის სკოლაში სროლა დღეს მოხდა.

ქვეყნის შსს-ს ინფორმაციით, თავდამსხმელმა თავი ადგილზე მოიკლა, მისი ცხედარი პოლიციელებმა შენობაში იპოვეს.

როგორც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ხინშტეინმა ტელეგრამში დაწერა, თავდამსხმელი ორი პისტოლეტით იყო შეიარაღებული.

მისივე თქმით, მსროლელის ვინაობა დადგენილი ჯერ არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები