ირკუტსკში სამხედრო კომისარიატში გაწვევის კომისიის ხელმძღვანელი დაჭრეს (ვიდეო)
რუსეთის ქალაქ ირკუტსკში 25 წლის რუსლან ზინინმა სამხედრო კომისარიატში ცეცხლი გახსნა.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ იწყებს იარაღიანი მამაკაცი სროლას და ხალხი გარბის.
ზინინმა სროლა გაწვევისა და აღრიცხვის ოფისში განახორციელა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაჭრილია გაწვევის კომისიის ხელმძღვანელი. ამასთან, დაჭრილთა ზუსტი რაოდენობა, ჯერჯერობით, უცნობია.
უმუშევარი რუსლან ზინინი უკვე დაკავებულია.