“თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, აშშ-ს მკაფიო სამოქმედო გეგმა აქვს” – ბლინკენი

თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, შეერთებულ შტატებს მკაფიო სამოქმედო გეგმა აქვს, ვაშინგტონმა ამის შესახებ მოსკოვს “ძალიან მაღალ დონეზე” პრივატულად აცნობა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა CBSNews-თან ინტერვიუში განაცხადა.

”ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვსაუბრობდით რუსებთან, საჯაროდ და პირადად, რომ უნდა შევწყვიტოთ საუბარი ბირთვულ იარაღზე”, – თქვა ბლინკენმა.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა შეერთებულ შტატებს პრივატული კონტაქტი კრემლთან ბირთვულ საფრთხესთან დაკავშირებით, დიპლომატმა თქვა: “დიახ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვმა მოისმინოს ჩვენგან და გაიგოს ჩვენგან, რომ შედეგები საშინელი იქნება. ჩვენ ეს ძალიან ნათლად განვაცხადეთ.”

მისი თქმით, უცნობია, ეტყვის თუ არა ვინმე კრემლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს “არას”, თუ ის ბირთვული იარაღის გაშვებას გადაწყვეტს.

„როგორც წესი, არ არსებობს ადამიანი, ვისაც აქვს უნარი ან სურვილი, სიმართლე უთხრას ხელისუფლებას. და ნაწილობრივ, ვფიქრობ, რუსეთი დღევანდელ არეულობაში იმიტომ იმყოფება, რადგან სისტემაში არ არის არავინ, ვინც ეფექტურად ეტყოდა პუტინს, რომ ის არასწორად იქცევა“, – თქვა ბლინკენმა.

მისი თქმით, პუტინს შეუძლია ომიდან გამოსვლა, “თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას – ომიც დამთავრდება, თუ უკრაინა შეწყვეტს – უკრაინა დასრულდება”.

ამასთან, ბლინკენმა არ ისაუბრა იმ გეგმებზე, თუ როგორ აპირებს ვაშინგტონი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე რეაგირებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები