იტალიაში ვადამდელი არჩევნები ტარდება

მილიონობით იტალიელი დღეს არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, რომელმაც შესაძლოა, მეორე მსოფლიოს ომის დროიდან, ქვეყანაში ყველაზე მემარჯვენე ხელისუფლება დააბრუნოს, ხოლო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა შესაძლოა, ისტორიაში პირველად – ქალმა დაიკავოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას  Reuters ავრცელებს. 

იტალიაში ვადამდელი არჩევნები პარტიათაშორისმა ბრძოლამ გამოიწვია, რომელიც ივლისში პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის ხელისუფლების ჩამოგდებით დასრულდა.

ორი კვირის წინ ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მემარჯვენეთა ალიანსი, ჯორჯია მელონის თაოსნობით მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები