ფინეთის ხელისუფლება რუსებს ქვეყანაში შესვლას შეუზღუდავს

ფინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის საერთაშორისო პოზიციის სერიოზული ზიანის გამო, რუსეთის მოქალაქეებს ფინეთში შესვლას შეუზღუდავენ. ამის შესახებ BBC-ი წერს.

გამოცემის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკა ჰავისტო უახლოეს საათებში პრესკონფერენციას გამართავს და გადაწყვეტილების დეტალებზე ისაუბრებს.

რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ფინეთის საზღვარზე რუსების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა – კვირის დასაწყისში 3 100-იდან დაახლოებით 6 500-მდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები