“ბელარუსში მობილიზაცია არ იქნება” – ლუკაშენკო

ბელარუსის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ, რუსეთის შემდეგ, ნაწილობრივი მობილიზაცია რესპუბლიკაში არ იქნება გამოცხადებული.

მისი თქმით, ზოგიერთ ოპოზიციურ საინფორმაციო რესურსში გავრცელებული მსგავსი შინაარსის ინფორმაცია სიცრუეა.

„ეს მობილიზაცია რუსეთშია. ის, რომ ამ ხიდის გადაგდებას ჩვენკენ ცდილობენ, რომ ჩვენთანაც იქნებაო… და თუ არა? რას იტყოდით პროპაგანდისტები. ამის გამო ხომ არაფერი მოუვათ. მათ სჭირდებათ დაძაბულობის შექმნა. რაღაცას ჩაეჭიდონ. არ იქნება არანაირი მობილიზაცია. ეს სიცრუეა”, – თქვა ლუკაშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები