ვარკეთილში პიტბულმა სამი ადამიანი დაგლიჯა

ვარკეთილში პიტბულმა სამი ადამიანი დაგლიჯა. შემთხვევა წუხელ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, თავდაპირველად, ძაღლი ჯერ პატრონს, შუახნის ქალს დაესხა თავს, მისი დახმარება მეზობლებმა სცადეს. სამივე პირი ბოკერიას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილობრივების თქმით, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, პოლიციამ ძაღლის ლიკვიდაცია მოახდინა.

“3 ადამიანი დაგლიჯა, მათ შორის, პატრონიც. პოლიციამ გასროლით მოკლა, ვინაიდან პირს არ აღებდა და გლეჯდა მსხვერპლს”, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

“კვირა” დეტალებს შს სამინისტროში არკვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები