ილია დარჩიაშვილი: პრემიერ-მინისტრი, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ერთ-ერთ მთავარ აქცენტს სამშვიდობო სამეზობლო პოლიტიკაზე გააკეთებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ერთ-ერთ მთავარ აქცენტს გააკეთებს სამშვიდობო სამეზობლო პოლიტიკაზე, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერის გამოსვლის თემა იქნება ასევე ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოს აქვს საერთაშორისო დღის წესრიგში.

„როგორც იცით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიმართავს გაეროს გენერალურ ასამბლეას. ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები იქნება გაკეთებულია ყველა გამოწვევებთან მიმართებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც შარშან, ერთ-ერთ მთავარ აქცენტს გააკეთებს სამშვიდობო სამეზობლო პოლიტიკაზე. როგორც იცით, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. პრემიერ-მინისტრის გამოსვლის მთავარი აქცენტი სწორედ ამ მიმართულებით იქნება და ასევე ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოს აქვს საერთაშორისო დღის წესრიგში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები