ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ გრიგოლ ნარსიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ გრიგოლ ნარსიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დღევანდელ პროცესზე, რომელიც დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი 100 000 ლარის ოდენობით გირაოს ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ნარსია 2 დღის წინ, თითქმის 9 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

ნარსია 19 სექტემბერს ქუთაისში მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიარაღებული შეიჭრა, 14 მძევალი აიყვანა და გამოსასყიდის სახით 2 მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები