თეა წულუკიანი: ანტიდოპინგურ კანონმდებლობაზე მუშაობის ბოლო ეტაპზე ვართ

2017 წლიდან მთავრობაც და პარლამენტიც ვცდილობთ, ანტიდოპინგურ კანონმდებლობაზე მუშაობა დავასრულოთ. ჩვენ ახლა ვართ, პრინციპში, ბოლო ეტაპზე, კანონპროექტი ყველას მიერ არის მოწონებული და შეიძლება მისი ინიცირება, დარჩენილია კვლევის კომპონენტი, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას ისაუბრა.

„თხოვნა მექნებოდა საქართველოს პარლამენტთან, რომ 2017 წლიდან მთავრობაც და პარლამენტიც ვცდილობთ ანტიდოპინგურ კანონმდებლობაზე მუშაობა დავასრულოთ. ჩვენ ახლა ვართ, პრინციპში, ბოლო ეტაპზე, კანონპროექტი ყველას მიერ არის მოწონებული და შეიძლება მისი ინიცირება, დარჩენილია კვლევის კომპონენტი და გიდასტურებთ მზაობას, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და თქვენ შეძლოთ, კომიტეტმა ამ რეფორმის ინიცირება 21 აპრილის სამუშაო შეხვედრის შესაბამისად, რომელიც შედგა დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ევროსაბჭოსთან“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები